გიორგი ჯინჭარაძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ დავით კაიკაციშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილთა საჭიროებები, არსებული გამოწვევები და სხვადასხვა მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის შესაძლებლობები განიხილეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლოდ მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა, რაც ერთობლივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან როსტომაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




