Logo

გიორგი ჯინჭარაძე - დღეს, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობს ისტორიის გადაწერის და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ხმა

პოლიტიკა
151
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალ მეცნიერებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

"ქალ მეცნიერებს ვულოცავ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს!

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და ინოვაციებში, ასევე ქვეყნის პროგრესსა და საზოგადოების ინტელექტუალურ გაძლიერებაში.

დღეს, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობს ისტორიის გადაწერის და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეცნიერების ხმა და ამ პროცესში, ქალ მეცნიერთა აქტიური ჩართულობა.

საამაყოა, რომ გვყავს ქალი მეცნიერები, რომლებმაც საკუთარი სამეცნიერო საქმიანობა ქართულ-აფხაზური, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ავთენტურობის კვლევას მიუძღვნეს, ქმნიან უნიკალურ სამეცნიერო პუბლიკაციებს და ამ გზით საკუთარი წვლილი შეაქვთ ნდობის აღდგენის პროცესში!“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები