გიორგი ჯინჭარაძე - განათლებული თაობა აუცილებლად დაუბრუნებს სამშობლოს მთლიანობას და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს.
"დღეს კიდევ ერთი თაობა იწყებს სტუდენტობას, ვულოცავ ყველა აბიტურიენტს, ვინც დიდი შრომისა და თავდადების შემდეგ სტუდენტთა რიგებს შეუერთდა.
ამავდროულად, ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ახალგაზრდები ოკუპირებული აფხაზეთიდან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ განათლებისკენ მიმავალ გზას ვერასოდეს ჩაახშობს ბლოკპოსტები და მავთულხლართები.
თქვენი წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ეს არის იმედის ნიშანი, რომ განათლებული თაობა აუცილებლად დაუბრუნებს სამშობლოს მთლიანობას და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.
გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს ახალი ცოდნით, მეგობრობით, პროფესიული წინსვლით და პირადი ბედნიერებით“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს