გიორგი ჯინჭარაძე იმერეთში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა დროულად მოხდეს დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ვაიდენტიფიცირებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს რა კომპაქტურ ჩასახლებაში აქვთ. ეფექტური რეაგირებისთვის ჩვენ ვაპირებთ გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრის გამართვას, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული პრობლემური საკითხების დეტალური განხილვა მოხდება და შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით ვეცდებით ყველა ამ პრობლემის აღმოფხვრას“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს მუშაობას დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, რისთვისაც ყველა კომპეტენტური უწყების ჩართულობით ინტენსიური კომუნიკაცია გრძელდება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


