Logo

გიორგი ჯინჭარაძე - ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირა

პოლიტიკა
84
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის ოკუპაცია დღესაც გრძელდება, თუმცა დადგება დრო და ყველა ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის. თუმცა ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ მშვიდობით, ვპასუხობთ განვითარებით და მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები