გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ხონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დევნილებმა ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხი პირადად მთავრობის თავმჯდომარისგან და მინისტრებისგან მიიღეს.
შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს