Logo

Logo

გიორგი ჯინჭარაძე - კონკურსი "სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ დაიწყო

საზოგადოება
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

"პირველი ეს არის კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“, რომლის მიზანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციას, ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს. თითოეული გამარჯვებული პროექტის მაქსიმალური დაფინანსება 30 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები