გიორგი ჯინჭარაძე - მჯერა, მისი ჩართულობით მივაღწევთ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე, აფხაზეთში

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ადამიანს, რომლის სახელს საქართველოში სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები უკავშირდება.
მისი მრავალწლიანი ქველმოქმედება, განათლების, კულტურისა და სოციალური პროექტების მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასაფასებელია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფასეულობად დარჩება.
მჯერა, მისი ჩართულობით მივაღწევთ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე - აფხაზეთში.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, ენერგიასა და წარმატებას საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და წინსვლის საკეთილდღეოდ!“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




