
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი დანიშვნიდან ერთი წლის მანძილზე უამრავი მიმართულებით სხვადასხვა სახის პროგრამები და პროექტები შეიქმნა.
„ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა ამ ფორმატში, ამ საოცარ გარემოში, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ აფხაზეთთან.
დღეს ამ ფორმატში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დანიშვნიდან ერთი წლის ანგარიში და გავლილი ერთი წელი ნამდვილად იყო თვისებრივად ახალი ახალი ინიციატივების, ახალი პროგრამების მართვის სისტემის დანერგვის წელიწადი და ძირითად კომპონენტებს შემოგთავაზებთ, რაც ამ ერთ წელში გაკეთდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, შესაბამისად, გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს