გიორგი ჯინჭარაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად "ჰუალინგის" დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში, კომპანია "ჰუალინგის" და დასახლების 23-ე კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ამხანაგობის წარმომადგენლებმა, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობაზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სახურავის, ფასადებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების მოწესრიგებაზე. საუბარი შეეხო დასახლების ტერიტორიაზე სტადიონის მოწყობის საკითხსაც.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, კომპანიას კონკრეტული წინადადებები გააცნო, რომელიც მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის, სამართლებრივ საფუძველს მისცემს.
კომპანიის წარმომადგენლმა, პრობლემური საკითხების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ "ჰუალინგი“ დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




