გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მხარის მიერ, წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა გიორგი ჯინჭარაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა ასევე, სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების გეგმები განიხილეს.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




