გიორგი ჯინჭარაძე ვანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვანში, დევნილთა ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებს გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
ვანის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სწორედ ამიტომ, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში აფხაზეთის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან ვანში, სადაც პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდენთ და მათ საჭიროებებს ვეცნობით. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს პრობლემების შეფასება, რაზეც მათი მხარდაჭერით, ყველა საკითხზე სათანადო რეაგირებას განვახორციელებთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, შეხვედრები ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გაიმართება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს