გიორგი ჯინჭარაძემ ფოთში სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ქსელში შემავალი კლინიკების საქმიანობას ეცნობა.
მთავრობის თავმჯდომარე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად ქალაქ ფოთში მდებარე სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ ფილიალს ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ ადგილზე დაათვალიერა კლინიკის ინფრასტრუქტურა, გაეცნო სამედიცინო სერვისების მიმდინარეობას და პირადად შეხვდა მედპერსონალს.
"აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დევნილებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ჩვენი პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას" - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს