გიორგი კანდელაკი – ასე გამოყენება სპორტსმენების პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის მოადგილე გიორგი კანდელაკი მმართველი პარტიის მიერ მერობის კანდიდატების დასახელებას ემსახურება და აცხადებს, რომ დასახელებულთაგან უმეტესობა კორუფციასა და ნეპოტიზმშია მხილებული.
ამასთან, კანდელაკი სპორტსმენ კანდიდატებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ხდებოდეს.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური განაცხადია, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩაეფლოს ამ პოსტსაბჭოთა თუ საბჭოთა კორუმპირებულ, ნეპოტისტურ წუმპეში. მათ შორის, აგერ ნათესავების დასახელებაც ვნახეთ, ვნახეთ იმ “კაშკაშა” სახეების, რომლებთანაც ასოცირდება ნეპოტიზმი, ბიუროკრატიის გაბერვა და ა.შ. ასევე ვნახეთ სპორტსმენების შემოყვანა ასე აგრესიულად (მე ვიტყოდი) პოლიტიკაში.
ჩვენი საზოგადოების დაკვეთა გარდა იმისა, რომ არის, რომ ქვეყანა ამოვიდეს ამ წუმპიდან, ასევე არის ის, რომ როგორც “ქართული ოცნება” იძახის სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, მართლაც, ასე გამოყენება სპორტსმენების პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს