გიორგი კანდელაკი – მგონია, რომ “ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე არ ესმით ამ რეზოლუციის მნიშვნელობა

ავტორი
Front News საქართველო
რეზოლუცია მთლიანად ცვლის სიტუაციას, მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე არ ესმით ამ რეზოლუციის მნიშვნელობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სიცხადე, რომელიც შექმნა ევროპარლამენტის რეზოლუციამ უნდა „ითარგმნოს“ ქვეყნის პოლიტიკაში.
“რეზოლუციის არსი ერთ წინანადებაში ასეთია, საქართველოსთვის კარი არ იხურება, მაგრამ ამ მთავრობასთან ერთად ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. თუ 2 კვირაში რადიკალურად არ შეიცვალა პოლიტიკა, მაშინ ამ ფორმაში და ამ მთავრობით ძნელად შეიძლება საქართველომ გააგრძელოს ეს გზა“, – განაცხადა კანდელაკმა.
მისი თქმით, რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ივანიშვილის კრემლთან კავშირის შესახებ.
“ახლა ჩვენ ვართ სხვა რეალობაში. მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე არ ესმით ამ რეზოლუციის მნიშვნელობა. ეს სიცხადე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროპარლამენტმა, უნდა გადმოვთარგმნოთ ჩვენს პოლიტიკაში. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და აგერ, შავით თეთრზეა საუბარი კრემლთან ივანიშვილის კავშირის შესახებ, რომელიც განაპირობებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის კატასტროფულ ეროზიას. ამაზეა საუბარი, რომ ქვეყნის ქცევას განსაზღვრავს მისი კავშირები რუსეთის ფედერაციასთან. ამას ამბობს უკვე ევროპარლამენტის რეზოლუცია და არა აქ რომელიმე პოლიტიკოსი. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ახლა მაინც მოვექცეთ ამ ხელისუფლებას, როგორც კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას. იმიტაცია, რომ რაღაც ლეგიტიმური პროცესი არის და რაღაც ინსტიტუტებში მიმდინარეობს პოლიტიკური კონკურენცია, ამით საზოგადოება აღარ დავაბნიოთ“, – განაცხადა კანდელაკმა.
თაგები:
გიორგი კანდელაკი




