Logo

გიორგი კანდელაკს რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

პოლიტიკა
1411
Frontnews image description

რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო, “ევროპული საქართველოს” წევრს გიორგი კანდელაკს სცემეს.

 

ინფორმაციას თავად კანდელაკი ადასტურებს. მისი თქმით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

“ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ვიყავი, რუსული სიმღერა იყო ჩართული და გამოვრთე. რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ერთი ადამიანი გამომეკიდა. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა”, – განაცხადა კანდელაკმა “ფორმულასთან” საუბრის დროს. 

 

კანდელაკის თქმით, მან უკვე შეატყობინა პოლიციას რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები