
ავტორი
Front News საქართველო
დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატიის გაძლიერება.
“ნებისმიერი პირის წასვლა პარტიიდან არის დანაკლისი. ასევე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარტიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლება, ცვლილებები, შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება და ახლი პრაიმერისის ჩატარება, თუნდაც ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, რადგან დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა“, – განაცხადა კაპანაძემ.
ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა ობოლაძის შემდეგ ნონა მამულაშვილმა დატოვა. მან პარტიის მანდატთან ერთად პარლამენტის დეპუტატობაზეც უარი თქვა.
თაგები:
გიორგი კაპანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს