გიორგი კაპანაძე – ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებას ექნება ისეთივე რეაქცია ამ ყოველივეზე, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას

ავტორი
Front News საქართველო
არალეგიტიმური რეჟიმი ცდილობს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტია, კრიტიკული მედია, აკრძალოს სამოქალაქო სექტორი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ საზოგადოებას ექნება ისეთი რეაქცია, როგორიც ეკადრება ქვეყანას.
“არალეგიტიმური რეჟიმი ცდილობს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტია, აკრძალოს კრიტიკული მედია, აკრძალოს სამოქალაქო სექტორი.
მე ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებასა და ხალხს ექნება ისეთივე რეაქცია ამ ყოველივეზე, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანასა და მის ევროპულ მომავალს, ქართულ დემოკრატიასა და თავისუფლებას”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
თაგები:
გიორგი კაპანაძე




