Logo

გიორგი კავკასიძე – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია თუ არა, ეს მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში გაირკვევა

პოლიტიკა
1334
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია თუ არა, ეს მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში გაირკვევა, – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ “ლაბუნოს” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კავკასიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ორგანიზმში ასეთი მძიმე მეტალების არსებობის დადგენა, როგორიც ვერცხლისწყალია, საქართველოში შესაძლებელი არ არის. 

 

“არ ვიცი, სამხარაულის ბიუროს ზუსტი შესაძლებლობები, თუმცა ვიცი, რომ ასეთი მძიმე მეტალების დასადგენად საჭიროა ძალიან სერიოზული სპექტროსკოპიული ანალიზი, ეს კეთდება მაღალი წნევის ქრომოტოგრაფიის შედეგად, მაღალტექნოლოგიური პროცესებით.  რამდენადაც მე ვიცი ასეთი შესაძლებლობები საქართველოში არ არის. ჩემი ეჭვია, თუ არანაირი პრობლემა არ არის, არ არის მოწამლული, გაუშვან საზღვარგარეთ, თუ იმიტომ ხომ არ არის ჩაკეტილი, რომ იქ აღმოჩნდეს, რომ მოწამლულია“, – განაცხადა კავკასიძემ.  

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მის ორგანიზმში აღმოჩნდა ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები