გიორგი კეკელიძე – თურმე ჩემი “შეხედულებების გამო” ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც


ავტორი
Front News საქართველო
ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი “შეხედულებების გამო” ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.
“სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ – წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები და “თომას ზღაპრების” პატარა მკითხველებს ვხვდები. საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება გავცდენოდი შეხვედრის მიზანს. ჩემს შეხედულებებს რაც შეეხება, ამაზე მოგეხსენებათ – მაქვს საკუთარი წითელი ხაზი – ეს არის რუსული ოკუპაცია და შესაბამისად – ქვეყნის ადგილი და მომავალი. ეს არის თემა, რომელზეც არასდროს გავჩუმდები.
და პირველად მიწევს ამის საკუთარ თავზე ამის დაწერაც – ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია იმხელა სახალხო სიყვარული, რაც მე შემემთხვა – ყველგან – ქალაქში, სოფელში, მთაში თუ ბარში ადამიანები მხვდებიან ღიმილით და სიხარულით. შეიძლება სულაც დაუმსახურებელია ეს ამბავი ჯერ – მაგრამ ასეა და ჩემი გაუქმების მცდელობა მხოლოდ ტრაგიკომიკური შეიძლება იყოს. ეგ გამოცდილია უკვე – მათ შორის მავნებელი სასარგებლო იდიოტების მიერაც საკუთარ ტყავზე.
ასობით მასწავლებელი და ათასობით მოსწავლე ითხოვს შეხვედრას. ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, ეს უკიდურესად ცალკეული, თვითნებური შემთხვევა გამოდგება”, – წერს კეკელიძე.
თაგები:
გიორგი კეკელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს