თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, გამოძიება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის დახმარებით სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
თაგები:
აღკვეთის ღონისძიება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს