
ავტორი
Front News საქართველო
სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა ქვეყანაში დაპირისპირება, ამაში სამწუხაროდ, პრეზიდენტიც ჩაერთო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა.
“იყო ოთხი დიდი თემა და აქედან მხოლოდ ერთში ვიდექით მყარად. ეს თემები იყო: ევროპის გადაღლა გაფართოებით, გეოპოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ძალიან მძაფრი პოლარიზაცია. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი იყო ჩვენ მხარეს – ჩვენი შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. სამწუხაროდ, ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია იმას, რისთვისაც ყველაზე მეტი უნდა მიექცია, ეს არის შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ეს არის გულდასაწყვეტი და უსამართლო. თუმცა ის, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
თაგები:
გიორგი ხელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს