გიორგი ხელაშვილი – თუ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი


ავტორი
Front News საქართველო
თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – „კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, თუ დეპუტატი 4 თვე გააცდენს სხდომას, მანდატი უჩერდება. თუ არის მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით?“
“რაიმე ფორმალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა, თუ შეამჩნიეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც, ჩვენმა ტელემაყურებელმაც და ამომრჩეველმაც შეამჩნია, რომ ბოლო თვეებში არის ძალიან გამოკვეთილი ტენდენცია, კონსტიტუციის და კანონის შესრულების მიმართულებით. ეს ეტყობა ყველაფერს – თუ დასასჯელია ვინმე, მას სჯიან; თუ წასახალისებელია, ახალისებენ. ყველაფერი ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკურ გათვლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვიმოქმედებთ რეგლამენტის და კანონის მიხედვით“, – განაცხადა ხელაშვილმა.
თაგები:
გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი – თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა

გურამ მაჭარაშვილი – შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას 70 სხდომა აქვს გაცდენილი არასაპატიო მიზეზით, ბადრი ჯაფარიძეს მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და კონსტიტუციაში წერია, რომ რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი