გიორგი ხოჯევანიშვილი – უღირს ადამიანებს საკმაოდ ადვილად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება


ავტორი
Front News საქართველო
გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ, ავთენტურია და სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა – ამის შესახებ პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი სუს-იდან გამოჟონილი დოკუმენტების თემის კომენტირებისას აცხადებს.
მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს.
“საერთოდ გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ ავთენტურია და სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა.
ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა მიზანმიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია მსგავსი ფორმებით ბრძოლა ვინმესთან და მითუმეტეს ეკლესიასთან. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ტიპის ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ის შემდეგაც მოვისმენთ. აქ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ უღირს ადამიანებს საკმაოდ ადვილად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
თაგები:
გიორგი ხოჯევანიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს