გიორგი ხვედელიანი – “პატრიოტთა ალიანსი” ამბობს იმას, რის საჯაროდ თქმასაც ვერ ბედავს “ოცნება”


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხვედელიანი “პარტიოტთა ალიანსის” წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს პარტია ყოველთვის ამბობს იმას, რისი თქმასაც საჯაროდ, “ქართული ოცნება” ვერ ბედავს.
“პატრიოტთა ალიანსი” იყო და არის “ქართული ოცნების” სატელიტი და მაშველი რგოლი. “პატრიოტთა ალიანსი” ამბობს იმას, რისი საჯაროდ თქმასაც ვერ ბედავს “ოცნება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც “ქართული ოცნების” გამო, ჩვენ დღითიდღე უფრო და უფრო ვშორდებით დასავლეთს, ევროკავშირსა და საერთოდ დასავლურ ინსტიტუტებს. ეს არის, რა საკვირველია, ძალიან სერიოზული პრობლემა”, – აცხადებს ხვედელიანი.
“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს, “დაძაბულობის განსამუხტავად” დიალოგი აღდგეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა