
ავტორი
Front News საქართველო
23 ოქტომბერს “ქართული ოცნება” ქალაქ თბილისში მართავს აქციას, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულების გზით მიჰყავს ადამიანების ჯგუფები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებების” წევრმა გიორგი კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” იძულების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს “ქართული ოცნება“ ქალაქ თბილისში მართავს აქციას, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულების გზით მიჰყავს ადამიანების ჯგუფები. გამონაკლისი არც ქუთაისი და იმერეთი აღმოჩნდა, სადაც “ქართული ოცნებისთვის” იძულების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ, კონკრეტულად, სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და დასუფთავების თანამშრომლები.
ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ ადამიანების ნაწილთან, რომლებიც პირად საუბრებში ღიად ასახელებენ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, თუ ვინ აიძულებთ მათ და ვინ ემუქრება ამ ადამიანებს, რომ 23-ში თუ ამ აქციას არ შეუერთდებიან, მათ მოუწევთ დაკავებული თანამდებობის დატოვება.
მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას”, თქვენ დაგრჩათ ხელისუფლებაში 4 დღე და მოიქეცით ღირსეულად. 26-ში ქართველი ხალხის მთავარი არჩევანი არის – არა “ქართულ ოცნებას”, წინ ევროპისკენ”, – განაცხადა გიორგი კილაძემ.
23 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება.
თაგები:
გიორგი კილაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს