გიორგი კირთაძე - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რატომ ჩადის ამ საქციელს ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი


ავტორი
Front News საქართველო
არასრულ ერთ თვეში რუსულმა რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა ნიკა მელია. ამ არასრულ ერთ თვეში მოხდა მელიას კრიმინალური გატაცებაც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი მოკავშირე ახლა არის იმედის და რწმენის გატეხა იმ ადამიანებში.
"არასრულ ერთ თვეში რუსულმა რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა ნიკა მელია. წინასწარი პატიმრობით, დღეს მის წინაშე დაადასტურა ბრალი და განაჩენი მიიღო სასამართლომ. ასევე, ამ არასრულ ერთ თვეში მოხდა მელიას კრიმინალური გატაცებაც. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას - ამ კრიმინალურ გატაცებაზე, ფორმალური დოკუმენტაციაც კი არც ნიკა მელიას და არც მის უფლებადამცველებს არ აქვთ ჩაბარებული, უფრო მეტიც, მის დაკავებაზე პასუხისმგებელი ადამიანები ყველამ კარგად ვნახეთ, რომ დააწინაურა რეჟიმმა შსს-ში.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რატომ ჩადის ამ საქციელს ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი. მათი მთავარი მოკავშირე ახლა არის იმედის და რწმენის გატეხა იმ ადამიანებში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის, ამიტომ არიან ისინი ამ რეჟიმში, ძალადობის ყველა ფორმის გამოყენების ეტაპზე, ამის პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენის და მოტივაციის გაჩენა იმ ხალხში, ვინც ვიბრძვით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამის ნათელ მაგალითს კი ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე და სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უკვე ციხეში არიან, ძალიან აქტიურად გვაძლევენ. ასევე ამის მაგალითს გვაძლევს ის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, ასევე ქალბატონები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე საპყრობილეში ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და ვერ გატეხეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. გარდა ამისა, მელიას განაჩენს 25 000 ლარი დაემატა 2019 წლის განაჩენთან დაკავშირებით. 2019 წელს მელია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" საქმეში დამნაშავედ ცნეს.
თაგები:
გიორგი კირთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს