
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი კირთაძე “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება.
მისი თქმით, რჩება პარტიაში რიგით წევრად და ლევან ხაბეიშვილს წარმატებებს უსურვებს.
“გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის.
რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი”, – განაცხადა კირთაძემ.
თაგები:
გიორგი კირთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს