გიორგი კირთაძე – ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ რუსეთში, ასე აკეთებს პუტინის რუსეთი

ავტორი
Front News საქართველო
პუტინის რუსეთი აკეთებს ასე, ყველა ადამიანს, ვინც პროტესტზე გამოდის, აკავებს უკლებლივ, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე თბილისში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წინ მიმდინარე დაკავებების სერიაზე.
მისი თქმით, მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებენ.
“ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ რუსეთში, ასე აკეთებს პუტინის რუსეთი, ყველა ადამიანს, ვინც პროტესტზე გამოდის, აკავებს უკლებლივ ყველას.
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს იგივე, ამით გონია მას, რომ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ძალიან ცუდად დაამთავრებს.
ხედავთ, ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აკავებენ. ყველას დაგვაკავებენ, ალბათ, აგონიაში მყოფი ხელისუფლება ცდილობს ამ ფორმით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
აქცია მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით დაიგეგმა, თუმცა პოლიციამ დაკავებები აქციის დაწყებამდე დაიწო. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის დეპუტატები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, აქტივისტები და უბრალოდ მოქალაქეები.





