Logo

გიორგი კირთაძე – მგონია, რომ ხმების დაკარგვის საფრთხეები მნიშვნელოვნად არის დაკლებული

პოლიტიკა
1498
Frontnews image description

ქვეყნიდან წასვლა რომ არ მოგვიწიოს, ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ოპოზიციას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. მგონია, რომ ხმების დაკარგვის საფრთხეები მნიშვნელოვნად არის დაკლებული და ამასთანავე, კიდევ ის არის, რომ არსებობს არჩევანი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეძლებენ, რომ არ დაკარგონ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა.

 

“ის, რომ ქვეყნიდან წასვლა არ მოგვიწიოს, ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ოპოზიციას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. მგონია, რომ ხმების დაკარგვის საფრთხეები მნიშვნელოვნად არის დაკლებული და ამასთანავე, კიდევ ის არის, რომ არსებობს არჩევანი.

 

საბოლოო ჯამში, პროდასავლური, ოპოზიციური პარტიები დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ არ დავკარგოთ ოპოზიციურად განწყობილი ხმა და ამომრჩეველს მივცეთ ასევე, მრავალფეროვნება ოპოზიციურ ფლანგზე. ეს მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რომლის სხვაგვარად დაფიქსირების შემთხვევაშიც, ურთულეს დღეში ჩავარდება ეს ქვეყანა. მაგრამ ეს ასე არ იქნება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები