Logo

გიორგი კირთაძე – მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, შეეშვან ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებზე ზეწოლას და შანტაჟს

პოლიტიკა
773
Frontnews image description

მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა დათო რიჟვაძე,  შეეშვან ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებზე ზეწოლას და შანტაჟს – ამის შესახებ ოპოზიციის ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.   

 

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამა, რომელიც ძალოვან სისტემაში მაღალ პოსტს იჭერს, თავისი გავლენებით ცდილობს ბათუმის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე ზეგავლენის მოხდენას. 

 

კირთაძე ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებს მიმართავს და მყარი ოპოზიციური უმრავლესობის შექმნისაკენ მოუწოდებს.

 

“ცდილობენ შეცვალონ მოსახლეობის ნება, რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციური და უმრავლესობა უნდა იყოს ბათუმის საკრებულოში, ცდილობენ ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც არის ერთ-ერთი მაღლჩინოსანი ძალოავანი. დავით რიჟვაძე საკრებულოს წევრებთან ნაციონალური  მოძრაობიდან ახდენს მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა გავაფრთხილო, თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა დათო რიჟვაძე,  შეეშვას ამ ყველაფერს, აუცილებლად მას მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამაზე და ეს დრო შორს არ არის. უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან შანტაჟს და არ იყიდებიან. 

 

ასევე მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, “ლელოსა” და გახარიას პარტიას, სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება  და ჩამოვაყალობოთ მყარი უმრავლესობა საკრებულოში, რომ საბოლოოდ შეგვეშვას “ქართული ოცნების” დიდი ბოროტი მანქანა და შეწყვიტოს ჩვენს წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები