გიორგი კირთაძე – მოლდოვას ულოცავენ წარმატებას და ეპატიჟებიან ევროკავშირში, საქართველოზე კი ცალსახად ამბობენ, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანება

ავტორი
Front News საქართველო
ნორმალურ ვითარებაში ქართული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ასეთ მნიშვნელოვან დროს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა, მაგრამ კობახიძე იქ, ადგილზე ისმენს იმ დამოკიდებულებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვთ ევროპელ ლიდერებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვას წარმატებებს ულოცავენ, საქართველოზე კი მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაცია.
“ნორმალურ ვითარებაში ქართული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ასეთ მნიშვნელოვან დროს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა და ბევრი სასიამოვნო სიახლე უნდა წამოგვეღო ჩვენ ასეთი ვიზიტებისგან, მაგრამ კობახიძე იქ, ადგილზე ისმენს იმ დამოკიდებულებებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ევროპელ ლიდერებს, სადაც მოლდოვას ულოცავენ წარმატებას და ეპატიჟებიან ევროკავშირში, ხოლო საქართველოზე ცალსახად ამბობენ, რომ შეჩერებულია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ კობახიძის, ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დანაშაულის გამო, რომელიც გამოიხატებოდა არჩევნების მიტაცებაში”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ბუდაპეშტში ევროპის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. სამიტი 7 ნოემბერს დაიწყო და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.
თაგები:
გიორგი კირთაძე




