გიორგი კირთაძე – “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმში სამი პარტიის ლიდერების გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის შეხვედრაზე მივიდა.
კირთაძის განმარტებით, სამი პარტიის შეხვედრაზე მისვლა არ ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიციასთან დაპირისპირებას.
“ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული მასშტაბით სწორად მიიჩნევს იმას, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს. ნიკა მელია, შეიძლება რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხვდა ამათ შეხვედრაზე, თუმცა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია რომ აქვს და ყოველთვის ჰქონდა, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც შარშანდელი არჩევნები დედაქალაქში, ყველამ კარგად იცის, როგორც თანამშრომლობდა ნიკა მელია ელენესთან,ზურასთან თუ სხვა პარტიებთან“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
თაგები:
გიორგი კირთაძე

გიორგი ბოტკოველი – “ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული

გიორგი გახარია – “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენ უნდა დავამარცხოთ, “ოცნებას” ამის ძალა არ შესწევს და არც უნდა

გიორგი გახარია – “ოცნება” უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს