გიორგი კირთაძე – ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს, – ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” იქნება და უნდა იყოს, მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას. ოღონდ, ის ამას მარტო ვერ შეძლებს და საჭირო იქნება დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება ამ ქვეყანაში. ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება, სწორედ ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ნიკა მელიას”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მისივე თქმით, ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.
თაგები:
გიორგი კირთაძე

ნიკა მელია – ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე მეტად არწმუნებდა ვანო მერაბიშვილი, რომ ჩამოსულიყო, ყველაზე მეტად მისი ციხეში დაჭერა გაუხარდა ნიკა მელიას

ნიკა მელია – დღეს რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა