Logo

გიორგი კირთაძე – რეალურად, დღეს პროვოკაციაზე წავიდა ხელისუფლება

პოლიტიკა
578
Frontnews image description

ეს არის პროვოკაცია, რომელსაც აწყობენ ბიძინა ივანიშვილი და მისი ერთი მუჭა წარმომადგენელები, – ამის შესახებ ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, საფრთხის შემცველია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა.

 

“მთელმა საქრთველომ და მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ ეფექტურად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილი ორგანიზებულ კრიმინალს და ახლა 40 დღის შიმშილობის შემდეგ,  ზუსტად ორგანიზებულ კრიმინალთან მიიყვანეს, რაც მისთვის არის საფრთხის შემცველი. რეალურად, დღეს პროვოკაციაზე წავიდა ხელისუფლება, როდესაც ქუჩაში ათობით ათასობით ადამიანი გამოდის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ამ დროს აკეთებს მთავრობა ამ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, შეგნებულად და მიჰყავს იქ, სადაც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც აწყობენ ბიძინა ივანიშვილი და მისი ერთი მუჭა წარმომადგენელები”, – განაცხადა კირთაძემ “მთავართან” საუბრისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები