
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეობის სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო.
“ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ამ დროს იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტის, ცვლის ბათუმელების ნებას.
ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და “ნაციონალური მოძრაობა” არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
თაგები:
გიორგი კირთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს