Logo

გიორგი კირთაძე – ვაპირებთ ფიზიკურადაც შევიდეთ დარბაზში და ხელი შევუშალოთ ამ გადაწყვეტილების მიღებას

პოლიტიკა
1354
Frontnews image description

ვაპირებთ ფიზიკურადაც შევიდეთ დარბაზში და ხელი შევუშალოთ ამ გადაწყვეტილების მიღებას – ამის შესახებ  ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი  გიორგი კირთაძე აცხადებს. 

 

მისივე თქმით,  უსამართლობაა, რომ ძველი მოწვევის საკრებულომ განსაზღვროს ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, როდესაც ამ ქალაქმა ოპოზიციური საკრებულო აირჩია. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღევანდელ  სხდომის ჩაშლას გეგმავენ, სადაც ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულო, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას გეგმავს. 

 

კირთაძის განცხადებით, ბიუჯეტის მიუღებლობის შემთხვევაში, გაყალბებით არჩეული მერიც კი იძულებული გახდება, სახლში წავიდეს.

 

“ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გაყალბებით არჩეული მერიც კი მიდის სახლში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ფორმით ხელის შევუშალოთ ამ უკანონობას. არც სამართლიანობის პრინციპში ჯდება ეს, არც კანონიერებაში და საერთოდ არაფერში ჯდება, როდესაც ქალაქმა აირჩია საკრებეულოს ის შემადგენლობა, რაც აირჩია და უცებ, რიჟვაძეებმა გადაგვიწყვიტეს, რომ ესენი არაფერ შუაში არიან, ძველი მოწვევის საკრებულოს, რომელსაც ვადა გაუვიდა, უნდა მიაღებინოს ბიუჯეტი, ანუ, გადააწყვეტინოს, როგორ იცხოვრებს ქალაქი. ყველაფერს ვაპირებთ, მათ შორის ფიზიკურადაც შევიდეთ დარბაზში და ხელი შევუშალოთ ამ გადაწყვეტილების მიღებას”,- განაცხადა კირთაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები