Logo

გიორგი კირთაძე – ვიწყებთ შეხვედრებს ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

პოლიტიკა
871
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერები  დღეს ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში შეხვედრას გამართავენ.   

 

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.    

 

ვიწყებთ შეხვედრებს საელჩოს წარმომადგენლებთან და ელჩებთან, ასევე შევხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გვინდა დეტალურად ავუხსნათ იმ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ბათუმში. მართლაც წარმოუდგენელი ამბები ხდება. იქამდეც კი მივედით, რომ მოსყიდვის შანტაჟის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა და  საკრებულოს სრული შემადგენლობა აღარ გვყავს. 35 წევრის ნაცვლად 34 წევრი იქნება 3 დეკემბერს. ამ ყველაფრის შესახებ გვინდა დეტალურად ვესაუბროთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, გვინდა ჩართული იყვნენ გამოძიების და ბათუმის საკითხებში” , – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები