გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლემ იოსებ სირაბიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე კირთაძესთან მიახლოება აეკრძალა.
ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
“ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება”, – განაცხადა სირაბიძემ პროცესზე.
19 დეკემბერს “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სირაბიძე გიორგი კირთაძეს თავს დაესხა. მან კირთაძეს კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სირაბიძეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
გიორგი კირთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს