გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ანზორ გურულის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის მიმართ, პოლიტიკურ ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
“ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში ვ. გორგასლის ქუჩა №127-ის მიმდებარედ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კირთაძეს, „ტელეკომპანია“ ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდგომაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში ხელი დაარტყა.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, – განაცხადა გურულმა.
თაგები:
გიორგი კირთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს