გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
როგორც მან პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიება სსკ 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს იქნება ფორმალური გამოძიება და ინციდენტში მონაწილეები არ დაისჯებიან.
გიორგი კირთაძეს თავს დღეს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ. დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.
თაგები:
გიორგი კირთაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს