გიორგი კლდიაშვილი – ეს არის რეპრესიული კანონი, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რაც თავდაპირველად ჰქონდა რეჟიმს

ავტორი
Front News საქართველო
ეს კანონი რეპრესიულია, ისევე როგორც მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც ამ არალეგიტიმურმა რეჟიმმა ბოლო პერიოდში მიიღო, – ამის შესახებ IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, FARA-ს კანონი ემსახურება რეჟიმის თავდაპირველი მიზნის განხორციელებას.
“ჩვენ ვსაუბრობდით, რომ “რუსული კანონის” პირველი ვერსიის შემდეგ, შემდგომი, კიდევ უფრო გაუარესებული ვარიანტები იქნებოდა მიღებული. ეს რეჟიმი მხოლოდ სპეკულაციებით არ შემოიფარგლებოდა; მათი მიზანი იყო გამჭვირვალობის მოტივით მოქმედება, თუმცა სინამდვილეში ისინი კიდევ უფრო ამკაცრებდნენ კანონებს, შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ზუსტად ამას აკეთებენ ამ კანონის მიღებით.
ეს არის რეპრესიული კანონი, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რაც თავდაპირველად ჰქონდა ამ რეჟიმს, როდესაც დააინიციირეს პირველი “რუსული კანონი”.
ამ ყველაფრის მიზანია კრიტიკული ხმის ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არა მხოლოდ შეზღუდვა, არამედ გაჩერება, ასევე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის დათრგუნვა.
რა სახელიც არ უნდა დაარქვან, საბოლოო ჯამში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეპრესიული კანონები”, – განაცხადა კლდიაშვილმა.
თაგები:
გიორგი კლდიაშვილი




