გიორგი კობერიძე – ყოველდღე რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა 3 დღის წინ, რუსეთს ფრთოსანი რაკეტების მაქსიმუმ 2 კვირის მარაგი აქვს

ავტორი
Front News საქართველო
ამოუწურავი არც რუსეთის ფრთოსანი რაკეტებია, ყოველდღე რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა 3 დღის წინ, მხოლოდ 10 დღის, მაქსიმუმ 2 კვირის მარაგი აქვს, – ამის შესახებ “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროსმა მკვლევარმა გიორგი კობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მისცემს მას საშუალებას, დაიცვას თავისი ქალაქები და სტრატეგიული წერტილები.
“უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მისცემს შესაძლებლობას დაიცვას თავის ქალაქები და პრიორიტეტული ობიექტები უფრო მეტად, თუმცა რომ ვთქვათ 100 პროცენტით იქნება ცა დაცული, ასეთი სისტემა არ არსებობს, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რომ იყოს უკრაინაში, შეუძლებელია ქალაქების სრულად დაცვა, მაგრამ სამაგიეროდ, ეს ქმნის ერთგვარ გუმბათოვან დაცვას ქალაქებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ათობით და ასობით რაკეტას აგზავნის.
ამოუწურავი არც რუსეთის ფრთოსანი რაკეტებია, რუსეთის ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა იმდენად ცოტაა, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ყოველდღე რომ განმეორდეს ის რაც მოხდა 3 დღის წინ,. მხოლოდ 10 დღის, მაქსიმუმ 2 კვირის მარაგი აქვს. ერთი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც იგი დიდი რაოდენობით იყენებს, ღირს 13 მილიონი და მას არ აქვს იმ რაოდენობის, სულ გამოიყენოს მსგავსი ტიპის რაკეტები”, – განაცხადა გიორგი კობერიძემ.
თაგები:
უკრაინა




