
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი მექანიზმი, რომ მოხდეს პოლიტიკურად აქტიური პირების დაშინება, – ამის შესახებ Front News-ს გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილი აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავებების შესახებ საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
“ველოდებით სასამართლო პროცესს, ჯერ არ ვიცით როდის ჩატარდება. უნდა ჩატარდეს ან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს იმ უწყვეტ კადრებს, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და არ გამოიტანს ადმინისტრაციულ დარღვევას. ჩვენს მიერ მოპოვებულ კადრებში ყველაფერი არის აღბეჭდილი, რას აკეთებდა გიგი ამ დროის განმავლობაში, ის გამოხატავდა თავის პოზიციას, რაც ჯდება კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს