გიორგი კონდახიშვილი - ნიკა მელიასთან მიმართებით მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და ეს არის უკანონო პატიმრობა


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიასთან მიმართებით მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და ეს არის უკანონო პატიმრობა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას გირაოს გადახდის სურვილიც რომ ჰქონოდა, ამის შესაძლებლობა გუშინდელი დაკავების გამო აღარ შეეძლო.
"ნიკა მელიასთან მიმართებით მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და ეს არის უკანონო პატიმრობა.
დღეს პროკურორმა ნიკა მელიას დაკავება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მტკიცდებოდა, რომ იმ 30 დღის განმავლობაში ნიკა მელიას ღამის 12 საათამდე შეეძლო გირაოს გადახდა და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
ჩვენ სასამართლოზე დავამტკიცეთ, რომ მას აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო საათების განმავლობაში, სურვილის არსებობაც რომ ყოფილიყო.
იგი იყო გატაცებული და გირაოს გადახდის სურვილის შემთხვევაშიც მას მოუსპეს ამის შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
თაგები:
გიორგი კონდახაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა