Logo

გიორგი კონდახიშვილი - დღეს გავიდა 8 დღე ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან, მივმართავთ საჯაროდ სახალხო დამცველს, მოახდინონ რეაგირება

პოლიტიკასამართალი
1 დღის წინ / 19:00
334
Frontnews image description

დღეს გავიდა 8 დღე ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან. მივმართავთ საჯაროდ სახალხო დამცველს, მოახდინონ რეაგირება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან ნიკა მელიას გატაცების მიზეზი.

"დღეს გავიდა 8 დღე ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, თუმცაღა დაცვის მხარის არაერთი წერილისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, არც გამოძიება დაწყებულა აღნიშნულ კრიმინალურ გატაცებაზე, დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები, აღნიშნული საქმე არ მიუტანიათ სასამართლოში. თავი რომ დავანებოთ რაიმე სახის ჩანაწერს, ან ვიდეოფიქსატორის ჩანაწერს, სამხრე კამერის ჩანაწერებს - არავითარი რეაგირება ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე არ განხორციელებულა.

მივმართეთ ყველა უწყებას. მივმართავთ საჯაროდ სახალხო დამცველს - მოახდინონ რეაგირება. ეს არის თავგასულობა შსს-ს მხრიდან, ეს არის აბსოლუტური უკანონობა. პოლიტიკური ლიდერი მოიტაცეს და უკვე 8 დღეა, მის ადვოკატებს არ ეძლევათ განმარტება, რა დაედო საფუძვლად აღნიშნულ გატაცებას, რა ფაქტები უძღოდა წინ და ელემენტალურად, რა დევს ადმინისტრაციული საქმის მასალებში", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის მიმდებარედ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, 29 მაისს დააკავეს.

Advertisement