Logo

გიორგი კონდახიშვილი - ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ორივე ეპიზოდი არის სამართლებრივად აბსურდი

სამართალი
116
Frontnews image description

ლევანის მოწოდება არ გულისხმობდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ამიტომაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ 317-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ლევან ხაბეიშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების დამხობასთან მიმართებაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული მუხლის დარღვევად, თუკი აქ იგულისხმება ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა.

"ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ორივე ეპიზოდი არის სამართლებრივად აბსურდი, 317-ე მუხლის დისპოზიციის ობიექტურ მხარის სავალდებულო ნიშანი არის ის, რომ საჯაროდ მოწოდების დროს უნდა იგულისხმებოდეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. 

ლევანის მოწოდება არ გულისხმობდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ამიტომაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ 317-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ლევან ხაბეიშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების დამხობასთან მიმართებაში, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ძალადობრივი გზით დამხობა. 

კანონში წერია მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. კანონში არის დაწერილი კონსტიტუციური წყობილებისკენ ძალადობრივი მოწოდება ან/და ხელისუფლების დამხობისკენ მიწოდება და ეს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული მუხლის დარღვევად, თუკი აქ იგულისხმება ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისმა უფლებადამცველებმა აღნიშნული კი გაასაჩივრეს.

Advertisement