Logo

გიორგი კონდახიშვილი - რა მოლოდინიც მქონდა, იმასაც კი გადააჭარბა, ამ ადამიანმა რა პასუხებიც გაგვცა

პოლიტიკა
48
Frontnews image description

რა მოლოდინიც მქონდა, იმასაც კი გადააჭარბა, ამ ადამიანმა რა პასუხებიც გაგვცა, ამით ლევანის გამამართლებელი არგუმენტები გაამყარა კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმე გდდ-ს თანამშრომელმა არც კი იცოდა, ისე ჩაწერეს და დაიბარეს მოწმედ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად.

"რვა თვეა, ვიხილავთ სასამართლო პროცესებზე საქმეს და დღეს პირველად მოიყვანეს პროცესზე გდდ-ს სამმართველოს უფროსი ერთ-ერთი იმ სამი მოწმისგან, ვინც თავი იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად. მათი ჩვენების საფუძველზე აქვს ლევანს აღნიშნული ბრალდება წარდგენილი.

რა მოლოდინიც მქონდა, იმასაც კი გადააჭარბა, ამ ადამიანმა რა პასუხებიც გაგვცა, ამით ლევანის გამამართლებელი არგუმენტები გაამყარა კიდევ ერთხელ. ამ ადამიანს არავისთვის მიუმართავს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებებით მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო, უცაბედად წერენ მოწმეთა სიაში და იბარებენ სუსში. თვითონაც თქვა, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვხვდი სიაშიო. კიდევ უარესი - არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ ახსოვდა ამ ადამიანს ლევანის საჯარო გამოსვლებიდან, სადაც ლევანი საუბრობდა, თუ საიდან გადაიხდებოდა აღნიშნული ჯილდო, რომ ეს იყო მომავალი საბიუჯეტო სახსრებიდან და ასე შემდეგ", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 24 აპრილსაა ჩანიშნული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები