
ავტორი
Front News საქართველო
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა ორ ეტაპად შეიზღუდება.
I ეტაპზე 10 დღის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სულხან-საბას ქუჩის კვეთასთან. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ლეონიძის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის, გ. ლორთქიფანიძის და გ. ქიქოძის ქუჩების გამოყენებით. ინგოროყვას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქიქოძიდან გიორგი ლეონიძის ქუჩის გავლით.
II ეტაპზე საგზაო მოძრაობა 30 დღით შეიზღუდება ლეონიძის ქუჩასთან დამაკავშირებელ სულხან-საბას ქუჩაზე. ავტომობილები გადაადგილებას პავლე ინგოროყვას ქუჩის გამოყენებით შეძლებენ.
სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს