გიორგი ლოლაძე - ოპერაციის პირველი სამი-ოთხი კვირის მიზანი არის ის, რომ სამხედრო შესაძლებლობები მაქსიმალურად შესუსტდეს

ავტორი
Front News საქართველო
რასაც ვხედავთ, არის სრული საჰაერო დომინაცია. ამ ოპერაციის პირველი სამი-ოთხი კვირის მიზანი არის ის, რომ სამხედრო შესაძლებლობები მაქსიმალურად შესუსტდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ დღესთან შედარებით 82%-ით არის შემცირებული ირანის მიერ გასროლილი რაკეტების რაოდენობა.
"რასაც ვხედავთ, არის სრული საჰაერო დომინაცია. პირველი დღე დაიწყო უნიკალური ოპერაციით აიათოლას და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციით.
ამ ოპერაციის პირველი სამი-ოთხი კვირის მიზანი არის ის, რომ სამხედრო შესაძლებლობები მაქსიმალურად შესუსტდეს ამ რეჟიმის, რამაც მერე უნდა გახსნას სივრცე აქციებისთვის და საზოგადოებრივი პასუხისთვის, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს რეჟიმის შეცვლამდე. აქამდე რა ტენდენციასაც ვხედავთ არის ის, რომ საწყის ეტაპზე ირანმა მასობრივად დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, მან დაბომბა ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა, ყველაზე მეტი რაკეტა ესროლეს ისრაელს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, დღეს უკვე ვნახეთ, რომ თურქეთიც დაიბომბა მათი მხრიდან, თუმცა რა ტენდენციასაც ვხედავთ არის ის, რომ პირველ დღესთან შედარებით 82%-ით არის შემცირებული მათ მიერ გასროლილი რაკეტების რაოდენობა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამ საჰაერო დომინაციის გამო ამ რაკეტების გამშვები მოწყობილობები იმდენად ბევრი განადგურდა, რომ ისინი ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ ამდენი რაკეტის გაშვებას და მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ისინი მარაგებს იქმნიდნენ, რომ დიდი რაოდენობით გაუშვან რაკეტა ერთი მიმართულებით, რათა მათი ჩამოგდება გაჭირდეს", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.
თაგები:
გიორგი ლოლაძე




